Monday, April 11, 2011

ანეგდოტები

მონადირე აღესრულება და ღრუბლებში, ღმერთთან მოხვდება. ღმერთი მოკლული, უდანაშაულო ცხოველების და ფრინველების სისხლისთვის დასჯის, კურდღელად გადააქცევს და უკან დააბრუნებს.
ცოტა ხნის შემდეგ გამოუცდელი კურდღელი ხაფანგში გაებმება. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ხაფანგის პატრონიც გამოჩნდება. კურდღელი თხოვს მონადირეს:
Cry – გამიშვი ძალიან გთხოვ, შეიძლებ არ დამიჯერო, მაგრამ წინა ცხოვრებაში მეც მონადირე ვიყავი ...
Cool – მით უარესი მეგობარო, მე წინა ცხოვრებაში კურდღელი ვიყავი ....

ოჯახური გასვლა სათევზაოდ:
Cool – ქალო თევზი შეწვი,
Surprised – ჯერ ხომ არ დაგიჭერია?
Cool – შენ დაიწყე, თევზი იქნება ...

ორი კურდღელი ერთმანეთს ხვდება, ერთი თეთრი ფუმფულაა, მეორე კი ბინტშია გახვეული. ფუმფულა ეკითხება:
Surprised – ნადირობისას?
Frown – ნადირობისას ... (პასუხობს დაზარალებული)
Surprised – მონადირემ?
Frown – მონადირემ ...
Surprised – მოგარტყა?!
Yell – არა ... ფეხი დამაბიჯა.

სამი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს და საკუთარი ძაღლების ღირსებებზე საუბრობენ.
ერთი ამბობს:
Wink – ერთხელ სანადიროდ წასულს თოფის ტყვიები სახლში დამრჩა, დავაყნოსინე ჩემს ძაღლს თოფზე და გავუშვი, ცოტა ხანში ჩემმა მურიამ ტყვიები მომირბენინა;
მეორე ამბობს:
Wink – ერთხელ მე ტყვიები წავიღე სანადიროდ თოფი კი დამრჩა, დავაყნოსვინე ჩემს ძაღლს ტყვიებზე და სახლისკენ ..., ცოტა ხანში ჩემმა თოფი წამომაწია;
მესამე ამბობს:
Cool – მე ერთხელ ცოლთან ერთად საბანაოდ მივდიოდი, საცურაო კოსტუმი კი სახლში დარჩენია, ჰოდა ჩემს ძაღლს ცოლის ფეხებს შუა ვაყნოსინე, წარმოგიდგენიათ ჩემი მეზობელი პენისით მომითრია ...

Wink – აფსუს, ადრე იმდენი თევზი იყო, რომ წყალში ტრუსის გარეშე გერ შეხვიდოდი ...

კაცი თევზაობიდან შინ ხელმოცარული ბრუნდება და გზაში თავისთვის ბუტბუტებს:
Undecided – თევზაობა რომ ასე არ მაწყნარებდეს, ყველას დავხოცავდი, მე ამათი დედა ვატირე ...

მამა-შვილი მდინარის პირას სხედან და თევზაობენ. თევზი არ მოდის, ერთი ცალიც ვერ დაიჭირეს. მიუტრიალდა მამა შვილს და სთხოვა:
Frown – შვილო, დედამ რომ ბუტერბროდები გამოგვატანა, ამოალაგე და ვჭამოთ ...
Smile – მამი მე უკვე ყველა შევჭამე.
გადის ორი საათი, თევზი ისევ არ მოდის, დამშეული კაცი ისევ სთხოვს თავის ვაჟკაცს:
Frown – შვილო, ყველი და პური რომ გამოვიყოლეთ ის მაინც ვჭამოთ ...
Smile – მამი მე უკვე ყველა შევჭამე.
ბოლოს მოსაღამოვდა, წასვლის დროა, თევზი ისევ არ მოდის, მიუტრიალდა მამა შვილს და ეუბნება:
Cool – მიდი შვილო, ეს თევზის ჭიაყელებიც მიაყოლე ბარემ და სახლში წავიდეთ ...

მოყვარული მეთევზეები ერთმანეთში საუბრობენ, ერთმა დაიტრაბახა:
Innocent – უუუუუუუხ, ამური დავიჭირე თან რამხელა, რომ იცოდეთ,
Wink – მაინც რამხელა, ჰკითხეს დამცინავად ახლობლებმა?
Tongue out – რომ არ მოგატყუოთ, იმის ნახევარი რასაც ვგულისხმობდი! ნუ ბოლო-ბოლო იმაზე ორჯერ მეტი მაინც, თქვენ რომ გაიფიქრეთ ...

ახალბედა მონადირე ახლობლებს უყვებოდა დათვზე ნადირობის შესახებ:
Cool – დავინახე დათვი, მოვუშვი ახლოს, თოფმა კი არ გაისროლა; გამომეკიდა, გავიქეცი, მაგრამ რას გაასწრებ, ავძვერი ხეზე; უცებ ფეხი დაუცურდა და დაიმტვრა ... ჩამოვედი და სულ კონდახი ვურტყი თავში ...
Surprised – ვაა, შენ რა მამაცი ყოფილხარ, შენს ადგილზე მე ჩავისვრიდი, წამოიძახა ერთ-ერთმა.
Wink – აბა შენ რა გგონია რაზე დაცურდა?

შედის მოთევზავე მაღაზიაში და ყიდულობს დიდ საზანს; გადაიხდის ფულს და გამყიდველს თხოვს:
Cool – ისა, გენაცვალე ეგ თევზე მანდედან გადმომიგდე და მე დავიჭერ
Surprised – რატომ, ჰკითხა გაოცებულმა გამყიდველმა?
Cool – რატომ და ხალხში ვიტყვი, რომ ნამდვილად ჩემი დაჭერილია.

ძველი, გამოცდილი მონადირე ახალგაზრდა, დამწყებ მონადირეს ასწავლის დათვზე ნადირობას:
Cool – მიდიხარ დათვზე სანადიროთ, შედიხარ დაბურულ და უკაცრიელ ტყეში, რაც მთავარია არ უნდა შეგეშინდეს, გახსოვდეს - მთავარია არ შეგეშინდეს; მიდიხარ მძინარე დათვის ბუნაგთან, გახსოვდეს - მთავარია არ შეგეშინდეს; მერე შენი იარაღით, გახსოვდეს - მთავარია არ შეგეშინდეს, იწყებ ბუბაგში ფათურს და ჩხრეკას, გახსოვდეს - მთავარია არ შეგეშინდეს; აღვიძებ დათვს, გახსოვდეს - მთავარია არ შეგეშინდეს და განავალით უვსებ თვალებს ...
Surprised – განავალი საიდან მოვიტანო?
Cool – ნუ ნერვიულობ, განავალი იქნება - მთავარია არ შეგეშინდეს;

ცოცხალ ბაზარზე, იქ სადაც გალიის ფრინველი, აკვარიუმის თევზები და პატარა ველური არსებები იყიდებება, შევარდა კაცი; ჯაჭვით მიათრევს გაცოფებულ და აღრიალებულ დათვს; ერთი კაცი ეკითხება:
Surprised – ვინ ხარ, რამ გამოგაშტერა, ამ ფრინველებიში მაგ დათვს რა უნდა?
Yell – იმ კაცს ვეძებ ვინც შარშან ამ ბაზარზე ეს ნადირი ზაზუნას მაგივრად შემომტენა მაგისი "- - -"

ტყეში ერთმანეთს შეხვდებიან დათვი და მონადირე, დათვი ეკითხება:
Cool – შენ ვინ ხარ?
Laughing – მე? ტურისტი
Cool – ტურისტი მე ვარ, შენ კი ტურისტის საუზმე იქნები, მომეცი თოფი შენი "- - -"

მონადირე სტრუმრებს უყვება:
Cool – ყველაზე საშიში ნადირო გრიზლია, ვერ გადაურჩები; გაიქცევი და შენზე კარგად ის დარბის - დაგეწევა, წყალში ჩახტები და შენზე კარგად ის ცურავს - გადმოგყვება ....
Undecided – რომ დაიმალოს?
Wink – ხოო, ალბათ ისიც დაიმალება ...

მონადირე ტრაბახობს:
Cool – ჩემზე მაგარი პოინტერი ქვეყანაზე არავის ყავს,
Undecided – ეგ როგორ?
Cool – როგორ და ერთხელ კაკაბზე ვნადირობდით და ისეთი "სტოიკა" გაჭიმა, გიურზა გამოშტერდა ...
Undecided – მერე?
Frown – მერე უცბათ კომენდანტი დამადგა თავზე და ჯარში წამიყვანა ...
Surprised – მერე?
Smile – ჩამოვედი ჯარიდან, ძაღლი მოვიკითხე და მითხრეს, რაც შენ ჯარში წახვედი იმის მერე არავის უნახავსო,
Surprised – ვაა, საცოდავი დარდით მოკვდა ალბათ ....
Cool – მივედი ისევ იმ ადგილზე, ბოლოს რომ ვნადირობდი და რას ვხედავ!
Surprised – რას?
Laughing – რას და ძაღლი ისევ იმ "სტოიკაში" იდგა ...

Wink – გამარჯობა მეგობარო, თევზი კარგად მოდის?
Cool – როგორ გითხრათ, ნემსკავზე ჭიას ხეს ამოფარებული ვაგებ, თევზებმა რომ არ დამგლიჯონ.

Cool – დღეს როგორი წყალია მეგობარო?
Wink – გადასარევი, თევზი წყლიდან ვერ ამომყავს.

შტირლიცმა ტყეში ჯოხიანი კაცები შენიშნა:
Cool – მოთხილამურეები, გაიფიქრა შტირლიცმა;
Cool – შტირლიცი, გაიფიქრეს მეთევზეებმა.

Undecided – შეეშვი მაგ ჭიაყელას, ვერ ხედავ მკვდარია ...
Wink – მკვდარი კი არა შოკშია ... ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და ხელახლა ჩავუშვებ თევზებთან.

Cool – მოკლედ, ამ ბოლო დროს რაღაც ახალი ჯიშის მუტანტი თევზები მომრავლდა ჩვენს წყლებში,
Surprised – ეგ როგორ კაცო, გადაირიე?
Undecided – როგორ და ამასწინათ ერთი კვირით ვიყავი წასული სათევზაოდ, დავიჭირე თევზი, მივიტანე სახლში, შევწვი, შევჭამე და რქები ამომივიდა ...


სათევზაო ადგილები საქართველოში

1. აბათუმნისწყალი-გოჭალა, თაღლითა.
2. ალაზანი-ბლიკა, გველანა, გოჭალა, თაღლითა, კალმახი, კობრი, ლოქო, მურწა, ფარგა, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული.
3. ალგეთი-გოჭალა, ხრამული.
4. არაგვი-გოჭალა, თაღლითა, კალმახი, მურწა, ტობი, ქაშაპი, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული.
5. აჭარისწყალი-გოჭალა, ხრამული.
6. ახალქალაქისწყალი-გოჭალა, თაღლითა, მურწა, წვერა.
7. ამტყელის ტბა-ტობი, წვერა.
8. ბესლა-კეფალი,ტობი.
9. ბესლეთი-გველთევზა.
10. ბზიფი-ვიმბა, ზუთხი, კალმახი, ლობანი, ორაგული, სალამურა, სვია, ტობი, ქაშაპი, წვერა.
11. ბაზალეთის ტბა-ამური, კობრი, რიპუსი, ქაშაპი, ხრამული.
12. ბებესირის ტბა-გუწუ, კაპარჭინა, კობრი,ლოქო, ტაფალა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქორჭილა.
13. გუმისთა-ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კეფალი, ორაგული, სალამურა, ტარაღანა, ტობი.
14. გუჯარეთისწყალი-თაღლითა.
15. გომარეთის ტბა-კობრი.
16. გორაფის ტბა-კალმახი.
17. ენგური-ვიმბა, ზუთხი, თეთრულა, კალმახი, კაპარჭინა, კეფალი, კობრი, ლობანი, ნემსთევზა, ორაგული, სვია, ტარაღანა, ტაფელა, ტობი, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქორჭილა, ღორჯო, წვერა.
18. ერისწყალი-ზუთხი.
19. ერწოს ტბა-კალმახი.
20.თიქორი-თეთრულა, კამბალა, კაპარჭინა, კობრი, ლობანი, მურწა, ნაფოტა, რიპუსი, ტაფელა, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული.
21. თბილისის წყალსაცავი-გველანა, თაღლითა, კალმახი, კობრი, მურწა, ნაფოტა, რიპუსი, ტაფელა, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული.
22. იორი-ბლიკა, გველანა, გოჭალა, თაღლითა, კალმახი, კობრი, ლოქო, მურწა, ნაფოტა, ტობი, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული.
23. ინკიტის ტბა-კობრი, ლობანი, ფარგა.
24. კელასური-სალამურა.
25. კინტრიში-გველთევზა, ორაგული, ტობი, ქაშაპი, წვერა.
26.კოდორი-ვიმბა, ძუთხი, კალმახი, კეფალი, კობრი, ლობანი, ორაგული, სალამურა, სვია, ტარაღანა, თაფელა, ტობი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ღორჯო, წვერა.
27. კახაბერის ტბა-ნამსთევზა.
28. კუმისის ტბა-ამური, სქელშუბლა, კობრი.
29. ლიახვი-გოჭალა, თაღლითა, მურწა, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული.
30. ლისის ტბა-ამური, კობრი, ლოქო, სქელშუბლა.
31. ლაჯანურის წყალსაცავი-წვერა.
32. მალთაყვა-ქაშაპი.
33. მაშავერა-გოჭალა.
34. მაჭახელა-გოჭალა, ორაგული, ხრამული.
35. მტკვარი-ბლიკა, გველანა, გოჭალა, თაღლითა, კალმახი, კობრი, ლოქო, ნაფოტა, სვია, ტაფელა, ტობი, ფორეჯი(მინგეჩაურ
ის ქვემოთ), ქაშაპი, შამაია, ციმორი,წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული.
36. მზის ტბა-კალმახი.
37. მარაბდის წყალსაცავი-ამური.
38. ნატანები-ვიმბა, ტობი, ქარიყლაპია.
39. ნურიის ტბა-კეფალი, ლობანი, ნემსთევზა, ფარფლწითელა, ღორჯო.
40. ოქუმი-ზუთხი.
41. ოჩხამური-გველთევზა, ქარიყლაპია.
42. პალიასტომის ტბა-გველთევზა, გუწუ, ვიმბა, კამბალა, კაპარჭინა, კეფალი, კობრი, ლობანი, ლოქო, ნემსთევზა, სამეკალა, ტაფელა, ფარგა, ფარფლწითელა, ფორეჯი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა,ღორჯო.
43. რიონი-გველთევზა, გუწუ, ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კამბალა, კაპარჭინა, კეფალი, კობრი, ლოქო, ნემსთევზა, სვია, ტარაღანა, ტაფელა, ტობი, ფარფლწითელა, ფორეჯი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი ,ქორჭილა,ღორჯო, წვერა.
44. რიწის ტბა-კალმახი.
45. სურამულა-გოჭალა, თაღლითა.
46. სუფსა-გველთევზა, გუწუ, ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კაპარჭინა, კეფალი, კობრი, ლაბანი, ლოქო, ტაფელა, ტობი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, ღორჯო, წვერა.
47. სხალთა-გოჭალა, ხრამული.
48. საღამოს ტბა-კალმახი, კობრი, რიპუსი, ქაშაპი, წვერა.
49. სკურჩიის ტბა-ტაფელა, ქარიყლაპია.
50. სიონის წყალსაცავი-გველანა, თაღლითა, კალმახი, მურწა, ქაშაპი, ციმორი, შამაია, წვერა, ხრამული.
51. თეხური-თეთრულა.
52. ტაბაწყურის ტბა-კალმახი, კობრი, რიპუსი, სიგი, ჭაფალა.
53. ტყიბულის წყალსაცავი-კალმახი, კობრი, წვერა.
54. ფიჩორა-ქარიყლაპია, ქაშაყი.
55. ფოცხოვი-მურწა, წვერა, ხრამული.
56. ფსოუ-ზუთხი, სვია, წვერა.
57. ფარავნის ტბა-კალმახი, კობრი, რიპუსი, ქაშაპი, წვერა, ჭაფალა.
58. ღალიძგა-ზუთხი, სვია, თარაღანა.
59. ყვირილა-გველანა, კალმახი, ტობი, ქაშაპი, ღორჯო, წვერა, ხრამული.
60. შავწყალა-კალმახი, ორაგული, ტობი, ქარიყლაპია.
61. შავნაბადას ტბა-კაპარჭინა, კობრი, ქორჭილა.
62. შაორის წყალსაცავი-კალმახი, კობრი.
63. ჩაისუბნისწყალი-სალამურა.
64. ჩაქვისწყალი-სალამურა, ტობი.
65. ჩოლოქი-ქარიყლაპია, წვერა.
66. ცივი-ვიმბა.
67. ძირულა-გველანა, ტობი, ქაშაპი, ღორჯო, წვევა, ხრამული.
68. წყალწითელა-გველთევზა.
69. ჭოროხი-გველთევზა, გოჭალა, ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კეფალი, ლობანი, ლოქო, სალამურა, სვია, ტარაღანა, ტობი, ფარფლწითელა, ფორეჯი, ქაშაპი, ღორჯო, წვერა, ხრამული.
70. ჭურია-თეტრულა, კამბალა, კობრი, ნემსთევზა, ორაგული, ტაფელა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაყი, ქორჭილა, ღორჯო.
71. ხობი-გველთევზა, ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კაპარჭინა, კეფალი, კობრი, ლობანი, ლოქო, ნემსთევზასამეკალა, სალამურა, სვია, ტაფელა, ტობი, ფარგა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქორჭილა, ღორჯო, წვერა.
72. ხრამი-ბლიკა, გოჭალა, თაღლითა, მურწა, ტაფელა, ტობი, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული.
73. ხრამის წყალსაცავი-კალმახი, კობრი, ქაშაპი, წვერა.
74. ჯუმი-კობრი.
75. ჯანდარის ტბა-ამური, ბლიკა, გველანა, გუწუ, თაღლითა, კობრი, ლოქო, ნაფოტა, სქელშუბლა, ტაფელა, ტობი, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული.
76. ჯაპანის ტბა-ამური, გუწუ, სქელშუბლა, ქარიყლაპია.

Friday, April 1, 2011

FUNY

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | Best Buy Printable Coupons